„აიაქსს“, „ალკმაარსა“ და „ეინდჰოვენს“ არ სურთ ნიდერლანდების ჩემპიონატის გაგრძელება
„აიაქსს“, „ალკმაარსა“ და „ეინდჰოვენს“ არ სურთ ნიდერლანდების ჩემპიონატის გაგრძელება

ნიდერლანდების ჩემპიონატის ლიდერმა გუნდებმა ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციას გამოუცხადეს, რომ არ სურთ 2019-20 წლების სეზონის დასრულება.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა „ფუტბოლ ინტერნაციონალი“ (Voetbal International) წერს, „ალკმაარმა“, „ეინდჰოვენმა“ და „აიაქსმა“ მიიჩნიეს, რომ არ ღირს ერედივიზიონის გათამაშების გაგრძელება ცარიელი ტრიბუნების თანხლებით. ჯერჯერობი უცნობია სხვა გუნდების აზრი ამასთან დაკავშირებით.

თუ ტურნირი არ დასრულდება, მაშინ „აიაქსი“ დარჩება პირველ ადგილზე, მეორე ადგილს დაიკავებს „ალკმაარი“, მესამეს – „ფეიენოორდი“. „ეინდჰოვენი“ მეოთხე პოზიციით დაკმაყოფილდება.

ადრე გამოცხადდა, რომ ბელგიის 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონატი საბოლოოდ შეჩერდა კორონავირუსის პანდემიის გამო.