„აიაქსმა“ პირველად ვერ გაიტანა, პირველად ვერ მოიგო სეზონზე და ლიგაზე გამოსვლა დაასრულა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„აიაქსმა“ პირველად ვერ გაიტანა, პირველად ვერ მოიგო სეზონზე და ლიგაზე გამოსვლა დაასრულა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „აიაქსმა“ პირველად წააგო მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.

* „აიაქსმა“ პირველად ვერ გაიტანა ნოემბრის შემდეგ.

* მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ვერ შეძლო გოლის გატანა სებასტიან ალერმა.

* „აიაქსი“ 26 წელია ვერ იგებს შინ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში.

* „აიაქსმა“ 1969 წლის შემდეგ პირველად წააგო საკუთარ მოედანზე პორტუგალიურ კლუბთან.

* „ბენფიკა“ 2016 წლის შემდეგ პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

 

აიაქსი-ბენფიკა 0:1 (2:2)

გოლი: 0:1 ნუნიესი (77)

აიაქსი (4-3-3): ონანა – მაზრაუი, ტიმბერი (90+7. კუდუსი), მარტინესი, ბლინდი – ალვარესი (82. ბრობეი), ბერგჰუისი (82. კლაასენი), გრავენბერხი – ენტონი, ტადიჩი, ალერი.

ბენფიკა (4-3-3): ვლახოდიმოსი – ჟილბერტო (90+2. ლაზარო), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო – ევერტონი (72. იარემჩუკი), ვაიგლი, ტაარაბტი (46. მეიტე) – რაფა სილვა, რამოსი (90+1. ბერნარდო), ნუნიესი (81. დიოგო გონსალვეში).