აიაქსმა მოიგო, შახტარი ჰოფენჰაიმს დაუზავდა | ჩემპიონთა ლიგა
აიაქსმა მოიგო, შახტარი ჰოფენჰაიმს დაუზავდა | ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა E და F ჯგუფებშიც.

E ჯგუფის პირველ მატჩში „აიასქმა“ „აეკს“ უმასპინძლა და მეტოქეს მარტივად გაუმკლავდა.  მატჩის პირველი ტაიმი ფრედ – 0-0 დასრულდა, თუმცა მასპინძლები მეორე ტაიმის სტარტზევე, ტალიაფიკოს გოლით დაწინაურდნენ. შეხვედრის მეორე გოლი ვან დე ბეეკმა 77-ე წუთზე გაიტანა და ამით მატჩის ბედიც გადაწყდა. მატჩის დამატებით დროში ტალიაფიკომ დუბლი შეასრულა და საბოლო ანგარიში – 3-0 დააფიქსირა.

F ჯგუფში „შახტარმა“ „ჰოფენჰაიმი“ მიიღო. შეხვედრა ფრედ – 2-2 დასრულდა. თამაშის პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, თუმცა მასპინძლებმა ოც წუთში ანგარიშის გათანაბრება შეძლეს (ისმაილი 27′). ტაიმი მაინც „ჰოფენჰაიმმა“ მოიგო. 38-ე წუთზე საკუთარი გუნდი ნორდტვეიტმა დააწინაურა.

სტუმრები თამაშს 81-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა უკრაინელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს. გოლი მაიკონმა გაიტანა.