„აიაქსმა“ ლისაბონში ორჯერ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სებასტიან ალერმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„აიაქსმა“ ლისაბონში ორჯერ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, სებასტიან ალერმა ზედიზედ მეშვიდე მატჩში გაიტანა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, პირველი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* სებასტიან ალერმა (აიაქსი) ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გაიტანა. ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია – შვიდ მატჩში 11 გოლი დაუგროვდა.

* ალერი „აიაქსის“ მეორე მოთამაშეა ისტორიაში, ვისაც ევროტურნირების ერთ სეზონში 11 გოლი გაუტანია. პირველი იყო რუუდ გეელსი 1975-76 წლების სეზონში.

* დელეი ბლინდმა 43-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და „აიაქსის“ რეკორდი დაამხო, რომელიც იარი ლიტმანენს ეკუთვნოდა.

 

ბენფიკა-აიაქსი  2:2

გოლები: 0:1 ტადიჩი (18), 1:1 ალერი (26-საკ. კარში), 1:2 ალერი (29), 2:2 იარემჩუკი (72)

ბენფიკა (4-2-2): ვლახოდიმოსი – ჟილბერტო (90+1. დ. გონსალვეში), ოტამენდი, ვერტონგენი, გრიმალდო – რაფა სილვა, ვაიგლი, ტაარაბტი (85. ბერნარდო), ევერტონი (62. იარემჩუკი) – ნუნიესი (90. ლაზარო), რამოსი.

აიაქსი (4-3-3): პასვეერი – მაზრაუი (90+2. რენში), ტიმბერი, ლისანდრო მარტინესი, ბლინდი (73. ტალიაფიკო) – ალვარესი, ბერგჰუისი, გრავენბერხი (73. კლაასენი) – ანტონი, ალერი, ტადიჩი.