„აიაქსმა“ არგენტინის ნაკრების მცველი შეიძინა
„აიაქსმა“ არგენტინის ნაკრების მცველი შეიძინა

არგენტინელი მცველი ლისანდრო მარტინესი „დეფენსადან“ ამსტერდამის „აიაქსში“ გადავიდა სათამაშოდ.

21 წლის ფეხბურთელმა ჰოლანდიის ჩემპიონთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც პირველ ივლისს ამოქმედდება.

ამ სეზონზე მარტინესმა 27 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა ორი გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მის ანგარიშზეა ერთი მატჩი არგენტინის ნაკრებში.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსში“ უკვე თამაშობს ერთი არგენტინელი მცველი – ნიკოლას ტალიაფიკო.