* „აიაქსი“ ზედიზედ 30 მატჩი არ მარცხდებოდა საკუთარ მოედანზე. ეს სერია 2017 წლის ნოემბრიდან იღებდა სათავეს.
* მარკო ასენსიომ უფრო მეტჯერ დაარტყა (5) „აიაქსის“ კარის მიმართულებით, ვიდრე გადაცემა (4) გააკეთა.
* ვინიციუს ჟუნიორს რვა შედეგიანი გადაცემა აქვს წლევანდელ სეზონში, რაც „რეალში“ საუკეთესო მაჩვენებელია.
* ქარიმ ბენზემას 2019 წელს რვა გოლი დაუგროვდა. ეს ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
* „რეალმა“ პირველ ტაიმში 11-ჯერ დაურტყა „აიაქსს“. ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ეს ახალი რეკორდია.
* სერხიო რამოსი „რეალის“ ისტორიაში მეშვიდე მოთამაშეა, რომელსაც 600 მატჩი დაუგროვდა „სამეფო კლუბის“ მაისურით.
* ჰაკიმ ზიეჩს ყველაზე მეტი დარტყმა აქვს ამ ჩემპიონთა ლიგაზე – 30, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
* ქარიმ ბენზემა მეოთხე ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 60 გოლი დაუგროვდა. 121 აქვს კრიშტიანუ რონალდუს, 106 – ლიონელ მესის, ხოლო 71 – რაულს.
* ქარიმ ბენზემას „აიაქსის“ წინააღმდეგ ჩატარებულ ექვსივე თამაშში ჰქონია გოლი ან შედეგიანი გადაცემა – 4+4.
აიაქსი-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (60), 1:1 ზიეხი (75), 1:2 ასენსიო (87)
აიაქსი: ონანა – მაზრაუი, დე ლიხტი, ბლინდი, ტალიაფიკო – დე იონგი, შიონე (73. დოლბერგი) – ვან დე ბეეკი – ზიეხი, ტადიჩი, ნერეში.
რეალი: კურტუა – კარვახალი, ნაჩო, სერხიო რამოსი, რეგილონი – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი – ბეილი (61. ლუკას ვასკესი), ბენზემა (73. ასენსიო), ვინისიუსი (81. მარიანო დიასი).