დღეს, სამ დეკემბერს თბილისის 2021 მსოფლიო პირველობაზე პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების სახელით ძალოსანი აჰმად რაზმაზარი გამოვიდა და 194 კგ-ის აწევა მოახერხა.
ამ შედეგით იგი მსოფლიო რეიტინგში მეექვსე ადგილზეა და 2024 წლის პარიზის პარალიმპიადის ლიცენზია მოიპოვა.
ხუთ დეკემბერს საქართველოს სახელით, გიორგი ლაცაბიძე და აკაკი ჯინჭარაძე +107კგ-ში იასპარეზებენ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობა თბილისში 27 ნოემბერს დაიწყო და ექვს დეკემბერს დასრულდება. ტურნირი 2024 წლის პარიზის პარალიმპიური თამაშების პირველი სალიცენზიო შეჯიბრებაა, სადაც მონაწილეობას 75 ქვეყნის 800-მდე პარასპორტსმენი იღებს.
თბილისური ტურნირის მედიამხარდამჭერია საქართველოს პირველი არხი.