აჰმად რაზმაზარმა პარაწოლჭიმში კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ევროპის ღია ჩემპიონატზე პარაწოლჭიმში დღეს, აჰმად რაზმაზარი 80 კგ წონით კატეგორიაში გამოვიდა და საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუპოვა.
ჩვენი პარასპორტსმენი ახლოს იყო ევროპის რეკორდის დამყარებასთან, მაგრამ რაზმაზარს იტალიელმა მეტოქემ აჯობა.
თბილისის ევროპის ღია ჩემპიონატი, რომელიც პარიზის 2024 წლის პარალიმპიადის წინასაკვალიფიკაციო ეტაპია, 29 სექტემბერს დასრულდება.