აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 207 ფაქტი გამოვლინდა
აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 207 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 01 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 207 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის შვიდი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სააგენტოს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 65 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 44 ფაქტი, აჭარაში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 18, ქვემო ქართლშიც – 18, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 17, შიდა ქართლში – 15, გურიაში – ხუთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – სამი, მცხეთა მთიანეთში – კი ორი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 487 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 15 ფაქტი.

ასევე, ამოღებულია რვა ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.