აგუსტინ პიშო - იმედია, ქართველებს აუხსნიან, თუ სად ითამაშებენ მომავალში
აგუსტინ პიშო - იმედია, ქართველებს აუხსნიან, თუ სად ითამაშებენ მომავალში

„მსოფლიო რაგბის“ ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აგუსტინ პიშომ ინტერვიუ ახალ ზელანდიურ გამოცემა „იდენ პარკს“ (Eden Park) მისცა და რამდენიმე თემაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო, რა თქმა უნდა, ის ეპიზოდია, რომელშიც არგენტინელი მეორე რანგის ქვეყნებზე – მათ შორის საქართველოზე საუბრობს:

„პოსტპანდემიურ პერიოდში ძალიან საინტერესოა მსოფლიო რაგბიში არსებული რეალობისთვის თვალყურის დევნება. ვგულისხმობ ფიჯის, იაპონიას, საქართველოს და რუმინეთს. ახლა იქმნება სიტუაცია, რომელშიც „მსოფლიო რაგბიმ“ (World Rugby) ყველას უნდა დაანახოს შეასრულებს, თუ ვერ საკუთარ პირობებს, რომელიც რაგბის გლობალური განვითარებისთვის დადო.

ვირუსმა სრულად დაანგრია დღის წესრიგი. დარწმუნებული ვარ, რომ „ექვსი ერი“ სამუდამოდ გადაიქცევა „რვა ერად“. იმედია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ტყუილად არ დავმარცხდი. ფიჯელებმა ხმა ჩემს წინააღმდეგ მისცეს და ვიმედოვნებ, რომ „ექვსი ერის“ წარმომადგენლები მათ განვითარებაზე იზრუნებენ. იმის იმედიც მაქვს, რომ საქართველოს და რუმინეთს აუხსნიან, თუ სად ითამაშებენ მომავალში.“

შეგახსენებთ, რომ აგუსტინ პიშო „მსოფლიო რაგბის“ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბილ ბომონტის უმთავრესი და ერთადერთი კონკურენტი იყო. საქართველოს რაგბის კავშირმა არჩევნებზე მხარი არგენტინელს დაუჭირა.