აგუერო პრემიერლიგის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და შესაძლოა ჩემპიონთა ლიგისთვის დაბრუნდეს
„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდმა, სერხიო აგუერომ მუხლზე ოპერაცია წარმატებით გადაიტანა. არგენტინელს მკურნალობა 30-ე ტურში „ბარნლისთან“ მატჩში მიღებული ტრავმის გამო მოუწია.
„ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მალე დავიწყებ აღდგენით კურსს. მადლობას ვუხდი ექიმების ჯგუფს, აგრეთვე ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის“, – დაწერა 32 წლის აგუერომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე.
Sky Sports იტყობინება, რომ ფორვარდი შესაძლოა აგვისტოში დაბრუნდეს მოედანზე, როცა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება. მანამდე კი აგუეროს მოუწევს პრემიერლიგის დარჩენილი მატჩების გამოტოვება.