სერხიო აგუერო და კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. არგენტინელი „ბარსელონაში“ სეზონის დასრულების შემდეგ გადავა, – ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და „გარდიანი“ ავრცელებენ.
აღნიშნავენ, რომ აგუერო დათანხმდა ანაზღაურების შემცირებას, მაგრამ მიიღებს ბონუსებს თუ „ბარსელონას“ წარმატებული სეზონი ექნება.
29 მარტს „სიტის“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინგლისური კლუბი აგუეროსთან ახალ კონტრაქტს აღარ გააფორმებდა.
მიმდინარე სეონში 32 წლის სერხიო აგუერომ ინგლისის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.