აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ

10:26, 15.05.2019

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების გუბერნატორებს, საქართველოს სადაზღვევო და საბანკო ასოციაციების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში სტიქიის შედეგები განიხილეს და დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერის საკითხზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აგროდაზღვევის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სტიქიით მიყენებული ზარალის მინიმუმადე შემცირების კუთხით, აღნიშნული პროგრამა ფერმერებისთვის უალტერნატივოა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ფერმერთა მოთხოვნების შესაბამისად აგროდაზღვევის პროგრამაში ახალი კომპონენტების დამატების საკითხებს, რაც პროგრამას კიდევ უფრო ეფექტიანს და მოქნილს გახდის.

საბანკო და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს შეღავათი გაუწიონ „ერთიანი აგროპროექტის“ ბენეფიციარებს და სესხების რესტრუქტურიზაციის მიზნით, სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ფერმერის შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილონ.

მსგავსი