აგნიეშკა რადვანსკამ გამორიცხა კარიერის გაგრძელება
აგნიეშკა რადვანსკამ გამორიცხა კარიერის გაგრძელება
პოლონელმა ჩოგბურთელმა აგნიეშკა რადვანსკამ კომენტარი გაუკეთა პროფესიული კარიერის განახლების სავარაუდო შესაძლებლობას.

„ცხოვრებამ მასწავლა, რომ არასოდეს ვთქვა არასოდეს, მაგრამ პროფესიული გამოსვლის მხრივ, ეს ჩემთვის დასასრულია. შევეჩეხე წინაღობას, რომლის გადალახვა ვერ შევძელი. მჭირდება ერთი წელი, შეიძლება ორიც, რათა დავისვენო და სრულად აღვიდგინო ძალები.

ქალთა ჩოგბურთი კარდინალურად შეიცვალა. ინტენსივობა თამაშის ყველა ასპექტში გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს იყო 10-12 წლის წინ. ბოლო დროს, ყველაზე პატარა ტურნირებზეც კი მიწევდა 100 პროცენტით დახარჯვა. პირველ რაუნდებში იოლი მატჩები აღარ არსებობს“, – განუცხადა რადვანსკამ „ონტეს“ (Onte).

შეგახსენებთ, რომ რადვანსკამ კარიერის დასრულების შესახებ ნოემბერში გამოაცხადა. პოლონელი ჩოგბურთელის სიტყვებით, მას აღარ შეუძლია თამაშის გაგრძელება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. 2018 წელს, ის ერთხელ გავიდა WTA-ის ტურნირის ნახევარფინალში და ორჯერ ითამაშა მეოთხედფინალში.