აღმოსავლური პუმა გადაშენდა
“აღმოსავლური პუმა გადაშენდა”, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თევზებისა და გარეული ცხოველების დაცვის სამსახური ავრცელებს.
აშშ-ის თევზებისა და გარეული ცხოველების დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო პუმა 1938 წელს დაიჭირეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო 80 წლის განმავლობაში პუმის ეს სახეობა არსად არ შეუმჩნევიათ.
ცხოველი ძირითადად აშშ-ში მენი, მიჩიგანის, ილინოსის, კენტუკისა და სამხრეთ კაროლინას შტატებში ბინადრობდა, ასევე, კანადაში, ონტარიოსა და კვებეკში.
აღმოსავლური პუმა წითელ წიგნში იყო შეტანილი, როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.
After 80 years without a single sighting, scientists make it official: The eastern cougar is no longer with us. https://t.co/MGQHk7ZupA pic.twitter.com/uwuqoYsPDE
— MotherNatureNetwork (@MotherNatureNet) 27 January 2018