აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ტანკერი ჩაიძირა, რომელიც ერთი კვირა იწვოდა
აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ტანკერი ჩაიძირა, რომელიც ერთი კვირა იწვოდა

აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ნავთობის ტანკერი ჩაიძირა, რომელიც, სატვირთო გემთან შეჯახების გამო, ერთი კვირის განმავლობაში იწვოდა. ნავთობტანკერი Sanchi და სატვირთო გემი ერთმანეთს 6 იანვარს შეეჯეხნენ, რის შემდეგაც ტანკერზე ხანძარი გაჩნდა.

ტანკერი ირანულ კომპანიას ეკუთვნოდა და ის პანამის დროში ქვეშ ცურავდა.

ირანული კომპანიის განცხადებით, დაღუპულია ეკიპაჟის 32 წევრი, რომელთა შორისაც 30 ირანელი და ორი ბანგლადეშის მოქალაქე იყო.

ტანკერს 136,000 ტონა ირანული ნავთობი გადაჰქონდა.