აღმართის დაძლევის ჩემპიონატის მეორე ეტაპი ექვს სექტემბერს გაიმართება
ექვს სექტემბერს, დილის 11:00 საათიდან, დიდგორის გზის მე-11 – მე-19 კილომეტრზე აღმართის დაძლევის ჩემპიონატის 2020-ის მეორე ეტაპი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციაა.
გამარჯვებული ორი შეჯიბრის შედეგების მიხედვით გამოვლინდება. მსგავსი პრინციპის შეჯიბრებისას ავტომრბოლელების მიზანია მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფარონ განსაზღვრული მონაკვეთი. ჩემპიონატი სულ სამი ეტაპისგან შედგება და მასში საერთო ჯამში 25-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი იღებს მონაწილეობას.
ასევე შეგახსენებთ, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზის მე-11 – მე-19 კმ. მონაკვეთი 10:00-18:00 საათამდე გადაიკეტება.
ჩემპიონატი თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბ „მია ფორსის“,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ქვემო ქართლის პოლიციის და მცხეთა მთიანეთის პოლიციის მხარდაჭერით ტარდება.