აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საბერძნეთის ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საბერძნეთის ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, საბერძნეთის ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს.

სამოქალაქო დაცვის მინისტრის განცხადებით, გზატკეცილებზე გაორმაგდება კონტროლი, დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმის რაოდენობა 300 ევრომდე იზრდება. ბინადრობის უფლების მქონე ადამიანებს სხვა ქალაქში გადაადგილების უფლება ექნებათ, თუმცა უკან დაბრუნების აღარ.

ასევე მუნიცაპილიტეტებსა და ეკლესიებს არ ექნებათ „წმიდა ცეცხლის“ ჩამოტარების უფლება – ეს ყველაფერი კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კეთდება.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 1884 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 83 ადამიანი.