აზერბაიჯანის აღდამის რაიონში აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცი სნაიპერის გასროლას ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ფატალური ინციდენტი ბაქოში ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტის დროს მოხდა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.
ოფიციალური ბაქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას მთიანი ყარაბაღის ე.წ. ხელისუფლება დეზინფორმაციაში უწოდებს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, უახლოეს მომავალში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ.