„აგარის შაქრის“ ქარხნის ყოფილი თანამშრომლები დღეს აქციას გამართავენ
„აგარის შაქრის“ ქარხნის ყოფილი თანამშრომლები დღეს აქციას გამართავენ

„აგარის შაქრის“ ქარხნის ყოფილი თანამშრომლები დღეს, 12:00 საათზე ქარხნის დახურვას გააპროტესტებენ და აგარაში აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები თბილისის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან.

სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლების მხარდასაჭერად აგარაში საქართველოს პროფკავშირების წევრებიც ჩავლენ.

პროფკავშირების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, აგარელებისთვის​ დასაქმების ერთადერთი​საშუალება შაქრის საწარმო იყო.

„აგარის შაქრის“ ქარხნის მუშები უკვე 47 დღეა 24-საათიან პროტესტის რეჟიმში არიან. ამ დროის  განმავლობაში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ ჩასულა და არ განუმარტავთ მათთვის არაფერი. მათ ვერ გამონახეს ერთი საათი დრო. ერთადერთი მოთხოვნაა, ამუშავდეს აგარის ქარხანა. მოსახლეობას აქვს კითხვა, როგორ იცხოვრონ ქარხნის დახურვის შემდეგ, რადგან მსგავსი ქარხანა საქართველოში სხვა არ არსებობს და აგარაში ეს დასაქმების ერთადერთი ადგილი იყო“, – აცხადებს საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე.

კომპანიაში 481 ადამიანი იყო დასაქმებული. მათი უმრავლესობა კი ადგილობრივია. ქარხანამ მუშაობა შვიდი თვის წინ შეაჩერა.