აფრინი  დაახლოებით 15 ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა
აფრინი  დაახლოებით 15 ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა

ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ურსულა მიულერის თქმით, სირიის აფრინში საკუთარი სახლები დაახლოებით 15 ათასმა მშვიდობიანმა მოქალაქემ დატოვა.

„გვაქვს ინფორმაცია აფრინში დაშავებულთა და მსხვერპლის შესახებ, 15 ათას ადამიანს სახლების დატოვება მოუხდა, კიდევ ათასი კი ალეპოს პროვინციაში გადავიდა“, – განაცხადა მიულერმა სირიის შესახებ გაერო-ს სხდომაზე.

საბოლოო ჯამში, ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ დაადასტურა მონაცემები, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად სირიაში დევნილობაში 13,1 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა, 5,5-მა მილიონმა კი ქვეყანა დატოვა.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო. ოპერაციის მიზანი სასაზღვრო ზონებში ტერორისტული საფრთხის განეიტრალებაა.