აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 2017 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენდენტთა საბოლოო სია გამოაქვეყნა.
ტოპ-სამეულში შემდეგი ფეხბურთელები მოხვდნენ – პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, “დორტმუნდი”), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე, “ლივერპული”) და სადიო მანე (სენეგალი, “ლივერპული”).
გამარჯვებული გამოვლინდება ექსპერტთა და აფრიკული ნაკრებების მთავარ მწვრთნელთა გამოკითხვის შედეგად. გასულ წელს, აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად “ლესტერისა” და ალჟირის ნაკრების ნახევარმცველი რიად მაჰრეზი აღიარეს.