AFP – აშშ-ის და უკრაინის მთავრობების წარმომადგენლებს შორის საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა

16:14, 25.03.2025

საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა.

ინფორმაციას AFP უკრაინის დელეგაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოლაპარაკებები დასრულდა, დამატებითი დეტალები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – ამბობს წყარო.

მსგავსი