აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ახალ თავმჯდომარეს ირჩევს
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ახალ თავმჯდომარეს ირჩევს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია იყრიან კენჭს.

ორივე კანდიდატი ამ დროისთვის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს.

ახალ თავმჯდომარეს საბჭოს 19 დეპუტატი აირჩევს. კანდიდატს გასამარჯვებლად 10 ხმა სჭირდება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არჩევნებს ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს.

ახლად არჩეული თავმჯდომარე თანამდებობაზე გია გვაზავას შეცვლის.