აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რვა თვის წინ დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რვა თვის წინ დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რვა თვის წინ დაკავებული არჩიკო როგავა გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს როგავას ოჯახის წევრებმა დაუტასტურეს.

მათივე ცნობით, არჩიკო როგავა უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, საკუთარ სახლში იმყოფება.

აფხაზურ ციხეში ამ დრომდე რჩება არჩიკო როგავას შვილი პაატა როგავა.

მამა-შვილი, არჩიკო და პაატა როგავები რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა, ზუგდიდის რაიონში, მდინარე ენგურის სანაპიროზე მიმდინარე წლის 6 აპრილს დააკავეს.

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ არჩიკო როგავას 2 წლით, ხოლო მის შვილს, პაატა როგავას 2 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.