აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს გახსნიან
აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმს გახსნიან

2019 წლის 6 ნოემბერს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლეში აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და ჯგუფი The Georgian Six დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმს საზეიმოდ გახსნიან.

კაპელა მისი სამხატვრო ხელმძღვანელის, ზვიად ბოლქვაძის მიერ საგანგებოდ ამ კონცერტისთვის არანჟირებულ ქართულ და უცხოურ კომპოზიციებს შეასრულებს.

დემოკრატიის მერვე მსოფლიო ფორუმში 100-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის ევროპის საბჭოს 47 წევრი და ექვსი დამკვირვებელი ქვეყნის) 2000-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენა პირდაპირი ეთერით გადაიცემა მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

7 ნოემბერს კი აფხაზეთის კაპელა სოლო კონცერტს გამართავს Respire Temple Neuf-ის ტაძარში, რომელსაც ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.