აფხაზეთის მთავრობამ ახალი სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ შექმნა
აფხაზეთის მთავრობამ ახალი სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ შექმნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო“ შექმნა.

შესაბამისი განკარგულება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან აბაშიძემ გამოსცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ 20 დეკემბრამდე უნდა შეიმუშავოს ახალი სააგენტოს დებულება, ასევე წარადგინოს უწყების ხელმძღვანელის კანდიდატურა.

სააგენტო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.