აფეთქების საფრთხის გამო, ევროკომისიის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა
აფეთქების საფრთხის გამო, ევროკომისიის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა

ბომბის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ევროკომისიის შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. შენობიდან 40-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სატელეფონო შეტყობინება მიიღო ერთ-ერთმა კომპანიამ, რომლის ოფისიც ევროკომისიის შენობასთან ახლოს მდებარეობს. ადგილზე იმყოფებიან კინოლოგები, რომლებიც ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში ქუჩები პოლიციას აქვს გადაკეტილი.