აფეთქება მოხდა ესპანეთში მდებარე ქარხანაში, რომელიც უკრაინისთვის საბრძოლო მასალას აწარმოებს
ესპანეთის ქალაქ გრანადასთან ახლოს, საბრძოლო მასალის ქარხანაში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სამმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება დენთის საამქროში მოხდა. გადაუდებელი დახმარების თანამშრომლები ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
როგორც „ ეიბისი“ წერს, ქარხანა, სადაც დაახლოებით 300 ადამიანი მუშაობს, დღის ბოლომდე დაკეტილი იქნება. ის სლოვაკურ კომპანია MSM Group-ს ეკუთვნის და მისი საქმიანობა გასაიდუმლოებულია.
თანამშრომლები ყოველდღიურად უსაფრთხოების შემოწმებას გადიან და მათთვის ტერიტორიაზე მობილური ტელეფონების შეტანა აკრძალულია.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული კომპანია ძირითადად სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო მასალისა და რაკეტების კომპონენტების წარმოებაზე გადავიდა, უკრაინისთვის მისაწოდებლად.