აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო იტალიაში 100-ზე მეტი ფრენა გაუქმდა

12:34, 09.09.2023
FILE PHOTO: Ground crew tend to an EasyJet flight at Gibraltar airport in the British overseas territory of Gibraltar, historically claimed by Spain, April 19, 2017. REUTERS/Phil Noble

FILE PHOTO: Ground crew tend to an EasyJet flight at Gibraltar airport in the British overseas territory of Gibraltar, historically claimed by Spain, April 19, 2017. REUTERS/Phil Noble

იტალიაში აეროპორტის თანამშრომლები გაიფიცნენ, ქვეყნის მასშტაბით გაუქმებულია 100-ზე მეტი ფრენა, – ამის შესახებ ინფორმაციას NationalWorld ავრცელებს.

იტალიაში აეროპორტის სახმელეთო სამსახურის თანამშრომლებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს და ინფლაციის პირობებში ხელფასების გაზრდა მოითხოვეს.

გაფიცვის გამო 80-ზე მეტი ფრენა მილანში, 68 რეისი ფლორენციასა და პიზაში გაუქმდა.

როგორც მედია წერს, პროფკავშირმა გაფიცვა დაგეგმა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ფრენა იყო დაგეგმილი, რათა მეტი ყურადღება მიიქციონ. ბევრი იტალიელი შვებულებიდან სამსახურში სწორედ ამ დროს ბრუნდება.

მსგავსი