ადვოკატის ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი ჭანტურია დააკავეს

00:27, 08.08.2018

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი ჭანტურია დააკავეს. როგორც ადვოკატმა პირველ არხს განუცხადა, ჭანტურიას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.

მსგავსი