მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - სახელმწიფო ცდილობს, დამალოს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჯანრთელობის, ასევე უფლებრივი მდგომარეობა   
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი - სახელმწიფო ცდილობს, დამალოს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჯანრთელობის, ასევე უფლებრივი მდგომარეობა  

სახელმწიფო ცდილობს, დამალოს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჯანრთელობის, ასევე უფლებრივი მდგომარეობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

ადვოკატმა კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძე უტიფრად ტყუის.

„მინდა, გამოვეხმაურო იუსტიციის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის უტიფრად იტყუებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შექმნილ კონსილიუმზე. მინდა ვთქვა, რომ მან პრაქტიკულად, საკუთარი ნებით, საკუთარი თანხმობით შექმნილი კონსოლიუმის დისკრედიტაცია მოახდინა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ექიმებმა საკუთარი პროფესიული მოვალეობა შეასრულეს სწორად, ზუსტად და სამართლიანად, არ მოიტყუეს საზოგადოების წინაშე და გასცეს სწორი რეკომენდაცია. ბატონო მინისტრი ითხოვდა გამიხაზეთ რეკომენდაციაში, სად წერია სამოქალაქო საავადმყოფო გადასაყვანადო. მინდა, გავუხაზო ეს ადგილი, სადაც სიტყვა-სიტყვით წერია ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს რეკომენდაციის შესაბამისად საავადმყოფო, სადაც ბატონი სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ და რაც აქ არ არის. ეს გახლავთ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც აქ მოათრიეს და აგდია დერეფანში გამორთულ მდგომარეობაში. ეს გახლავთ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც აქ საერთოდ არ არის და ეს გახლავთ კათეტერიზიიციის შესაძლებლობა და ლაბორატორია მაღალი დონის. არც ერთ ამ კრიტერიუმებს ეს დაწესებულება არ აკმაყოფილებს. სახელმწიფო ცდილობს, რომ დამალოს მიხეილ სააკაშვილის, როგორც ჯანრთელობის, ასევე უფლებრივი მდგომარეობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველს კითხვა დაუსვეს პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენებია მე-18 დაწესებულებაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობა. მისი თქმით, აღნიშნული კადრები არ უნახავს.

„სამწუხაროდ, ეს კადრები არ მინახავს, მაგრამ ის, რომ კონსილიუმი არ შეუშვეს და სახალხო დამცველს არ უშვებენ ნიშნავს, რომ ეს არის მარტივი ტყუილი. დიდი ეჭვი მაქვს, ექიმი, ვინც ინსპექტირება გააკეთა, იქნება ციხის საავადმყოფოს თანამშრომელი და დაინტერესება ექნება ამ საქმეში“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

დატოვე კომენტარი