ადვოკატი - მირზა სუბელიანმა არ თქვა იმიტომ, რომ დიდი ემოციური ფონი ჰქონდა
ადვოკატი - მირზა სუბელიანმა არ თქვა იმიტომ, რომ დიდი ემოციური ფონი ჰქონდა

მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალს – ამის შესახებ პირველ არხთან კომენტარს მირზა სუბელიანის ადვოკატი ეკა ხუციშვილი აკეთებს.

ადვოკატის თქმით, მირზა სუბელიანი და მისი ოჯახის წევრები გამოძიებასთან პირველივე დღიდან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

“სწორედ მათი აქტიური თანამშრომლობით გაიხსნა დანაშაული. ის განაჩენი რაც დღეს არის, მათი დიდი წვლილის შედეგია. მირზა სუბელიანი არ გაურბის გადაწყვეტილებას. ​მას შეგნებულად არ დაუმალავს ინფორმაცია, არ თქვა იმიტომ, რომ დიდი ემოციური ფონი ჰქონდა, ნამდვილად გამორჩა ეს მხედველობიდან, თუმცა მას ეს ვალდებულება ჰქონდა”, – განაცხადა მირზა სუბელიანის ადვოკატმა ეკა ხუციშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით შსს-მ მირზა სუბელიანი დააკავა.

უწყების ცნობით, სუბელიანი ბრალდებას აღიარებს.

ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს.