ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ნიკა მელიას დაკავებას ადასტურებს, მაგრამ დაკავების მიზეზს ვერ აკონკრეტებს
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ადასტურებს, თუმცა რა მიზეზით არის დაკავებული მელია, როგორც ადვოკატი ამბობს, ამაზე ინფორმაცია არ აქვს.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვადასტურებ, რომ პოლიციის საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა მანქანა. ნიკა გადაადგილდებოდა მძღოლთან და რამდენიმე პირთან ერთად. აპირებდა სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობას და ამის შემდეგ უკვე მოიტაცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდებით, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე“,- განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს ხვალინდელ საქმეს, გიორგი კონდახიშვილი ამას გამორიცხავს.
„ეს არავითარ შემთხვევაში ამ პროცესებთან არ არის დაკავშირებული. იქ არცერთში არ აქვს პატიმრობა. ალბათ სხვა რაღაცაა, ჯერ ვერ ვხვდებით, რის გამო არის დაკავებული“,- აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო 29 აპრილს შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 30 მაისისთვის გადაიდო.
რამდენიმე წუთის წინ „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია
დააკავეს.