ადვოკატი - დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე მოწმეები აძლევდნენ ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს, რაზეც დარბაზს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა
ადვოკატი - დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესზე მოწმეები აძლევდნენ ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს, რაზეც დარბაზს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში კირკიტაძის სასამართლო პროცესის დახურვა ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ არ გაშუქდეს სატელევიზიო მედიაში და საზოგადოებისთვის არ გახდეს ცნობილი, როგორ მიმდინარეობს პროცესი.

გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უსწრებდა დარბაზში დამსწრეთა შორის გადალაპარაკების, რეპლიკებისა და სიცილით გამოწვეული ხმაური, რაზეც მოსამართლემ რამდენჯერმე გააფრთხილა.

გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, პროცესზე ადგილი ჰქონდა მოწმეთა მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს, რაც დარბაზში ადეკვატურ რეაქციებს იწვევდა.

გიორგი კონდახიშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე სხდომის გახსნის საკითხის დაყენებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ მოსამართლე გაითვალისწინებს და დახურვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის.

შემდეგი სასამართლო პროცესი 12 აპრილს 11:00 საათზე გაიმართება.