ადმარ ლოპესი - დავითაშვილს კარგი კლუბები იწვევდნენ, მაგრამ „ბორდო“ აირჩია #1TVSPORT
ადმარ ლოპესი - დავითაშვილს კარგი კლუბები იწვევდნენ, მაგრამ „ბორდო“ აირჩია #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემა girondins4ever-მა „ბორდოში“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე წერილი გამოაქვეყნა და საინტერესო დეტალები გაასაჯაროვა.

„ბორდოს“ საზაფხულო სატრანსფერო „ფანჯრის“ შეფასებისას, ინფორმირებულმა წყარომ კლუბიდან ზურიკო დავითაშვილის თაობაზე მოლაპარაკებების დეტალები გაგვიმხილა. ფეხბურთელი არის ადმარ ლოპესის მიერ შემოთავაზებული და მისი მოთამაშე“, – წერს გამოცემა და ლოპესის კომენტარს აქვეყნებს.

„ის ნაკლებად ცნობილი მოთამაშეა, მაგრამ დღეს „ბორდოს“ დამატებითი ღირებულება უნდა მოუტანოს. ზურიკო დავითაშვილი უაღრესად საინტერესო და ძალიან ტექნიკური ფეხბურთელია. ის 21 წლისაა და უკვე თავისი ქვეყნის ნაკრებში 18 მატჩი ჩაატარა. მას უკვე აქვს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება უმაღლეს დონეზე. მას ძალიან კარგი კლუბები იწვევდნენ, მაგრამ უჩვეულო არჩევანი გააკეთა და „ბორდოს“ შემოუერთდა. ასეთია სატრანსფერო „ფანჯრის“ სიხარული… ეს არის შესაძლებლობა, რომელიც გამოჩნდა და გუნდმა ეს შანსი გამოიყენა. მე ვფიქრობ, რომ „ბორდომ“ ამ სატრანსფერო ფანჯარაში ყველაზე მეტად სწორედ ამ გარიგებით მოიგო“, – აცხადებს ადმარ ლოპესი.

ადმარ ლოპესი დამფუძნებელია საფეხბურთო სააგენტო Scoutly Limited-ის, რომელიც ევროპაში ცნობილი სააგენტოს, Victory Soccer Limited-ის შვილობილი კომპანიაა. ორივე სპეციალიზირებულია ფეხბურთელების ტრანსფერებზე. კომპანია დაარსდა ლონდონში 2017 წლის 17 თებერვალს. დასაქმებულთა უმეტესობა ადმარ ლოპესმა „ბორდოს“ საკადრო სტრუქტურაში გადაიყვანა.