ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სირიაზე ავიაიერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია

10:31, 14.04.2018

სირიაზე განხორციელებულ ავიაიერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეს განცხადება სირიის არმიაში გაკეთდა. ინფორმაციას სააგენტო SANA ავრცელებს.

„სირიის მიმართ განხორციელებულ ავიაიერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ზარალი მატერიალურია“ – აცხადებენ სირიაში.

ამერიკის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს გამოეხმაურნენ ჩეხეთშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობა მხარს უჭერს მოკავშირეებს.

The Jerusalem Post- ი სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის მთავრობა მიიჩნევს, რომ სირიაზე ავიაიერიშის მიზეზი ასადის მიერ გადაკვეთილი “წითელი ხაზებია ” .

შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.

მსგავსი