ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პერუში დააკავეს ქალი, რომელიც „კოვიდ-19“-ის იმუნიტეტის დამადასტურებელ ყალბ სერტიფიკატებს ყიდდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პერუში დააკავეს ქალი, რომელიც „კოვიდ-19“-ის იმუნიტეტის დამადასტურებელ ყალბ სერტიფიკატებს ყიდდა

პერუს სასურსათო ბაზარში დააკავეს ქალი, რომელიც „კოვიდ-19“-ის იმუნიტეტის დამადასტურებელ ყალბ სერტიფიკატებს ყიდდა. ინციდენტი პერუს დედაქალაქ ლიმაში მოხდა.

ლიმას მერის მიერ შემოღებული წესების მიხედვით, სასურსათო ბაზარში გამყიდველს უნდა ჰქონდეს „კოვიდ-19“-ის იმუნიტეტის დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი, რათა მათ მუშაობის განახლება შეძლონ.

როგორც პერუს მედია იუწყება, ქალი ყალბ სერტიფიკატებს 15 დოლარად ყიდდა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა.

დატოვე კომენტარი