ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ინფიცირებულთა შორის არიან რუსეთიდან ჩამოსული ორი კურსანტი, სატვირთო მანქანის მძღოლი და ერთი სამხედრო.

როგორც არაღიარებული რესპუბლიკის სანიტარული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა, ყველა ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა ორი ადამიანი.

ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევები 5 მაისს გამოვლინდა. სულ, ამ დრომდე გამოვლენილია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 72 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 36 ინფიცირებული.