ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ აღმოაჩნდა ორ კურსანტს და ერთ სანიტარ ქალს. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კიდევ ერთი ადამიანი საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ინფიცირების ახალი შემთხვევები საკარანტინო ზონაში გამოვლინდა.

ამრიგად, ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში ამჟამად რჩება 14 პაციენტი. მათ შორის შვიდი კურსანტი, ხუთი ვლადიკავკაზიდან დაბრუნებული პირი, ერთი სამხედრო მოსამსახურე და ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია.

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ახლა მეთვალყურეობის ქვეშ არის კიდევ 154 ადამიანი.

ამასთან, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ „რუსეთთან საზღვარი 30 ივნისამდე დახურული იქნება“.