ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი ბირთვულ სადგურზე საერთაშორისო ინსტრუქტორების შეშვებას აპირებს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი ბირთვულ სადგურზე საერთაშორისო ინსტრუქტორების შეშვებას აპირებს

კიმ ჩენ ინი ბირთვულ სადგურზე საერთაშორისო ინსტრუქტორების შეშვებას აპირებს. ამის შესახებ სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. საქმე ეხება ნახევარკუნძულზე არსებულ ყველაზე მასშტაბურ ბირთვულ კომპლექს, იონბიონს.

სამხრეთ კორეული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აღნიშული საკითხი კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის ლიდერ, მუნ ჯე ინთან შეხვედრის დროს განიხილა და განაცხადა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამის ზომებს მიიღებდა, ფხენიანი ბირთვულ ობიექტებს არამხოლოდ დახურავდა, არამედ მასზე საერთაშორისო დამკვირვებლებსაც დაუშვებდა.

დიპლომატიური წყაროს ცნობით, სამხრეთ კორეის ლიდერმა აღნიშნული ინფორმაცია დონალდ ტრამპს სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრის დროს გადასცა.

მანამდე კიმ ჩენ ინი ბირთვული ობიექტის დახურვას თანხმდებოდა, თუმცა საერთაშორისო ინსპექტორების დასწრებაზე უარს აცხადებდა.