ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში „ჰამასის“ პოზიციები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზის სექტორში პალესტინური დაჯგუფების, „ჰამასის“ პოზიციები დაბომბა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის თვითმფრინავებმა „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „იზ ად-დინ ალ-ყასამის ბრიგადის“ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის უწყება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა განხორციელდა ღაზიდან ისრაელში ცეცხლმოკიდებული ბურთების გაშვების საპასუხოდ. არაბული ანკლავიდან გაშვებული ბურთები ისრაელის ტერიტორიაზე ხშირად ხანძარს აჩენს.