ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს

ავსტრალიაში ტყის ხანძრის განზრახ გაჩენასთან დაკავშირებით 183 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

2019 წლის ნოემბრის შემდეგ დაკავებები ახალ სამხრეთ უელსში, ვიქტორიაში, სამხრეთ ავსტრალიაში, ქუინსლენდსა და ტასმანიაში განხორციელდა. როგორც სამართალდამცავ უწყებაში იტყობინებიან, ეჭვმიტანილების ნაწილმა ანთებული სიგარეტი გადააგდო, ფოიერვერკი გაუშვა ან ხანძრის პრევენციის მიზნით არსებული წესები არ დაიცვა, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია.

ავსტრალიაში ტყის მასშტაბურ ხანძარს უკვე რამდენიმე თვეა ებრძვიან. ამ დროის განმავლობაში სტიქიამ 25 ადამიანი და ასობით ათასი ცხოველი შეიწირა. ხანძარმა ორი ათასამდე საცხოვრებელი სახლი გადაწვა. დასავლური მედიის ცნობით, მასშტაბური ხანძრის კვამლმა სამხრეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია.