ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-ში მამაკაცმა ორი ადამიანი დაჭრა, გაქცევის მცდელობისას კი, თავი მოიკლა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აშშ-ში მამაკაცმა ორი ადამიანი დაჭრა, გაქცევის მცდელობისას კი, თავი მოიკლა

აშშ-ში, დაწყებით სკოლასთან სროლის დროს ორი ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

შემთხვევა ვაშინგტონის შტატში, ქალაქ ვანკუვერში მოხდა. უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი დაწყებითი სკოლის ავტოსადგომზე გახსნა და ორი ადამიანი დაჭრა. თავდასხმის დროს ადგილზე სამართალდამცველები ოპერატიულად მივიდნენ, რა დროსაც ბოროტმოქმედმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა ავტომობილით სცადა. თუმცა გაქცევის მცდელობის დროს მან ავტომობილი გააჩერა და თავი მოიკლა.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია.