ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელში ე.წ. მწვანე საშვის გარეშე მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ, პედაგოგები გაკვეთილების ჩატარებას ვერც დისტანციურად შეძლებენ

11:06, 24.09.2021

ისრაელში აცრისა და ტესტის პასუხის გარეშე, მასწავლებლებს სკოლებში არ დაუშვებენ და ანაზღაურებას არ გადაუხდიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციის მიხედვით, პედაგოგებს სკოლებში საქმიანობის გასაგრძელებლად ე.წ. მწვანე საშვის წარდგენა მოუწევთ, რომელშიც მოცემული იქნება დასტური, რომ მასწავლებელი აცრილია, ან გადატანილი აქვს „კოვიდ-19“, ან კიდევ მისი კოვიდტესტის პასუხი უარყოფითია.

პედაგოგებს რომლებიც ე.წ. მწვანე საშვს ვერ წარადგენენ, სკოლაში არ დაუშვებენ და შესაბამისად, მათ ხელფასს დაუქვითავენ. ამასთან, მწვანე საშვის გარეშე, მასწავლებლები გაკვეთილების ჩატარებას ვერც დისტანციურად შეძლებენ.

მსგავსი