ადგილობრივი მედია - მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა
ადგილობრივი მედია - მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსკოვის სიახლოვეს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი საფოსტო ვერტმფრენს შეეჯახა. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ფოსტაში ამ ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მათ ვერტმფრენები საერთოდ არ ჰყავთ.

თვითმხილველების ცნობით, ჩამოვარდნამდე ვერტმფრენის ფრთის ქვეშ აფეთქება დაინახეს. შეგახსენებთ, რომ „სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო ლაინერი ან-148 რადარებიდან დომოდედოვოს აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე გაუჩინარდა.

ბორტზე 65 მგზავრი და ექვსი  ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა. მგზავრების უმეტესობა ორენბურგის მცხოვრები იყო. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და საგანაგებო სამსახურების მაღალჩინოსნები. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.