ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის მიერ ხარკოვზე „შაჰედებით“ მიტანილი იერიშის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი
რუსეთის ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით ხარკოვზე იერიში მიიტანეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 10 ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
როგორც ქალაქის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, დრონებით დარტყმა ხარკოვის ექვს ადგილზე განხორციელდა.
დაზიანებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, სამედიცინო დაწესებულება და საოფისე შენობა.