ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 43-მდე გაიზარდა
ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 43-მდე გაიზარდა

ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად, ღაზას სექტორში მსხვერპლის რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 13 ბავშვი და სამი ქალია. არაბული ანკლავის წინააღმდეგ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად, 296 პალესტინელი დაშავდა.

რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა ღაზას სექტორში პოლიციის ყველა შენობა დაანგრია.

ისრაელში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების სამიზნე „ჰამასის“ სამხედრო დაზვერვის სამსახური და „ჰამასის“ წევრების სახლები გახდა.