„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ - ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების გაშუქებისთვის არის გასამართლებული, სიკვდილის გარდაუვალი რისკის წინაშეა
„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ - ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების გაშუქებისთვის არის გასამართლებული, სიკვდილის გარდაუვალი რისკის წინაშეა

ჩინელი მოქალაქე ჟურნალისტი – ჟანგ ჟანი, რომელიც უხანში „კოვიდ 19“-ის გავრცელების გაშუქებისთვის არის გასამართლებული, სიკვდილის გარდაუვალი რისკის წინაშეა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ ავრცელებს.

ჟანგ ჟანი უხანში 2020 წლის თებერვალში ჩავიდა და ადგილზე არსებული ეპიდაფეთქების გაშუქება დაიწყო. მოქალაქე ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება უყურადღებოდ იქცეოდა.

ჟანგ ჟანი 2020 წლის მაისში დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩხუბისა და უსიამოვნების პროვოცირების ბრალდებით, ჟანგ ჟანს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ჟანგ ჟანმა, რომელიც გასული წლის ივნისიდან ნაწილობრივ შიმშილობს, ამჟამად 40 კილოგრამზე ნაკლებს იწონის და დახმარების გარეშე სიარული და თავის აწევა არ შეუძლია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილ ადვოკატს იძულებით კვებავენ. შანხაის ქალთა ციხეში მყოფი პატიმრის ნათესავები ჟანგ ჟანის მონახულებას ითხოვენ, თუმცა მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღიათ. „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია“ ჩინეთის ხელისუფლებას ჟანგ ჟანის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

დატოვე კომენტარი