„ADAMI მედიის პრიზი 2018-ის“ საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო
„ADAMI მედიის პრიზი 2018-ის“ საკონკურსო განაცხადების მიღება დაიწყო

„ADAMI მედიის პრიზი“ წელს ახალ გამარჯვებულებს გამოავლენს. საკონკურსო განაცხადების მიღება 1-ელი თებერვლიდან დაიწყო.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამაუწყებლო კომპანიებს, მედია პროფესიონალებს, ჟურნალისტებს, პროდიუსერებსა და რეჟისორებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

„ADAMI მედიის პრიზი“ განკუთვნილია საუკეთესო სატელევიზიო, კინო და ონლაინ პროგრამებისთვის, რომლებიც ეხება მიგრაციის, ინტეგრაციის, ასევე ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული მრავალფეროვნების საკითხებს.

ADAMI მედიის პრიზი ექვს კატეგორიაში გაიცემა და ექვსივე ნომინაციაში გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან:

1. ADAMI მედიის პრიზი გასართობი პროგრამებისთვის (მხატვრული)
2. ADAMI მედიის პრიზი ინფორმაციისთვის (არამხატვრული)
3. ADAMI მედიის პრიზი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი არამხატვრული ფილმებისთვის
4. ADAMI პრიზი „ახალგაზრდა ადამი“
5. ADAMI პრიზი ვებგვერდებისთვის
6. ADAMI პრიზი ინტერნეტვიდეოებისთვის

2018 წლის ოქტომბერში, ქალაქ მინსკში საერთაშორისო ჟიური ნომინანტებს შეარჩევს, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი 2018 წლის ნოემბერში, მოლდოვის ქალაქ კიშინიოვში გაიმართება.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადებია: 2018 წლის 1 ივლისი – 11/10/2016 – 31/12/2017 პერიოდში გასაჯაროებული მასალებისთვის; 2018 წლის 1 ოქტომბერი – 01/01/2018 – 01/10/2018 პერიოდში გასაჯაროებული მასალებისთვის.

დაჯილდოების ცერემონიალის ტრანსლირება კონკურსში მონაწილე ქვეყნების სატელევიზიო ეთერით მოხდება.

„ADAMI მედიის პრიზი“ დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკრედიტ ჰოლდინგის მიერ.